LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინოფარმის სანდოობაზე კითხვები არ ისმის, აქტიური მიმოწერა გვაქვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან: ეკატერინე ტიკარაძე

99
ეკატერინე ტიკარაძე

“გვაქვს ინტენსიური მიმოწერა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რის შედეგადაც, რა თქმა უნდა, საბჭოსთან მსჯელობის შემდეგ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდის იქნება საქართველოში ჩინური ვაქცინით აცრა შესაძლებელი.” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ცოტა ხნის წინ, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ჩინური ვაქცინა “სინოფარმის” წარდგენის დროს განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, აღნიშნული ვაქცინით 40 000-ზე მეტი ადამიანია აცრილი და მის სანდოობაზეც კითხვები არ ისმის:

“40 000-ზე მეტი ადამიანი არის სინოფარმის ვაქცინით აცრილი, შესაბამისად მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან ის ავტორიზაციას ელოდება. ინტენსიური მიმოწერა გვაქვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რის შედეგადაც, რა თქმა უნდა, საბჭოსთან მსჯელობის შემდეგ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდის იქნება ჩინური ვაქცინით ვაქცინაცია საქართველოში შესაძლებელი.” – განაცხადა მინისტრმა.

მან მადლობა გადაუხადა ჩინეთის საელჩოს და ჩინეთის სახელმწიფოს იმ გაწეული თანამშრომლობისთვის, რომელიც მათ თვეების განმავლობაში ქართულ მხარესთან ერთად ინტენსიური მუშაობისას გასწიეს.

ჩინური ვაქცინის, “სინოფარმის” 100 000 დოზა საქართველოში 1 აპრილს ჩამოვიდა.

magti 5g