LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სირცხვილიას“ დამფინანსებელი არ ვიცით – რას ამბობს შალვა პაპუაშვილი „ხალხის ძალის“ შემუშავებულ კანონპროექტზე

171
Untitled design (26)

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომელიც ასევე არის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ამბობს, რომ არის მცდელობა ტაბუ დაადონ გამჭვირვალობის საკითხს „ხალხის ძალის“ შემუშავებული კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კრიტიკით.

მან პარლამენტში ჟურნალისტებს ამ საკითხზე საუბრის დროს უთხრა, რომ ეს მცდელობა ანტიდემოკრატიულია.

„ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი. თავად სახელმწიფო ფინანსური და საბიუჯეტო გამჭვირვალობის კუთხით არის ნომერ პირველი ქვეყანა მსოფლიოში. სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციების სექტორი ამ მხრივ ჩამორჩება სახელმწიფო სტრუქტურებს. რა ფორმით იქნება ეს ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა, ეს მეორე საკითხია. ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებისა ამ ინფორმაციას ისედაც ასაჯაროებს…

მაგალითად, ორგანიზაცია “სირცხვილია”, რომელიც არის ძალადობრივი ორგანიზაცია, „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივი ფრთა, რომელიც არაერთხელ სწორედ ძალადობრივი ქმედებისთვის იქნენ სამართალდარღვევად ცნობილი მისი წარმომადგენლები. ისინი არიან პოლიტიკურად აფილირებული, თუმცა არ ვიცით, ვინ არის მათი დამფინანსებელი“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი: რამდენიმე ევროპარლამენტარი ცდილობს, სააკაშვილის თავისუფლება საქართველოს ევროპულ მომავალს დაუკავშიროს – ეს არჩევანი არ არსებობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g