„რამდენიმე ევროპარლამენტარი ცდილობს, სააკაშვილის თავისუფლება საქართველოს ევროპულ მომავალს დაუკავშიროს – სინამდვილეში, სააკაშვილსა და ევროკავშირს შორის არჩევანი არ არსებობს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებით, ცრუ დილემების მიზანია, სააკაშვილი როგორმე სასჯელისგან გათავისუფლდეს.
ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
„რამდენიმე ევროპარლამენტარი საჯაროდაც ამბობს, საჯაროდაც ცდილობს, რომ სააკაშვილის თავისუფლება საქართველოს ევროპულ მომავალს დაუკავშიროს.
სწორედ ეს არის ცრუ დილემების შექმნა, თითქოს არჩევანი არსებობდეს სააკაშვილსა და ევროკავშირს შორის. ასეთი არჩევანი არ არსებობს.
ეს არის ცრუ დილემა, რომელიც პროპაგანდისტული ინსტრუმენტია, რათა სახელმწიფო, ქართველი ხალხი ცრუ არჩევანის წინაშე დააყენონ, თითქოს არსებობს ორი გზა, როგორც ზღაპრებში – ერთ გზაზე წახვალ, დაიღუპები, მეორე გზაზე – გადარჩები.
ასეთი დილემების მიზანი არაკეთილსინდისიერია – მიხეილ სააკაშვილის დახსნა სასჯელისგან. მიხეილ სააკაშვილს სასჯელი 2018 წელს მიესაჯა. 2018 წელს მიიღო გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ.
„საერთაშორისო მედია ფეხზე დადგა - ყველა გაგიჟდა?“ - გიული ალასანია BBC-ის სიუჟეტზე
„დილიდან სიცხე აქვს 37.5. როგორც ყოველთვის სისუსტე აღენიშნება. ყველა ეს სიმპტომი არის უკვე კარგად დასაბუთებული იმ ცნობილი მოწამვლის შედეგი. ჯერჯერობით, არაფერი შეცვლილა“
2018 წლიდან მოყოლებული, 2018, 2019, 2020, 2021 წლების განმავლობაში თითქმის სრულად თავისუფლად გადაადგილდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში.
ამ ევროპარლამენტარებთან, ზოგიერთთან ჰქონდა შეხვედრები და როგორც უკრაინის მოქალაქეს, უკრაინის თანამდებობის პირს ესაუბრებოდნენ საქართველოზე, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.
რა თქმა უნდა, მისი ქცევა წახალისებული იქნა იმით, რომ დამნაშავეს ართმევდნენ ხელს და ეს უკვე მორალური განზომილებაა, ასევე იმით, რომ ხელს ართმევდნენ და სააკაშვილი თავს დაჯერებულად თვლიდა, რომ მას ჰქონდა უფლება, შემოპარულიყო საქართველოში და აერია სიტუაცია.
ვიოლა ფონ კრამონი: 576 კოლეგა და მე ვეთანხმებით – სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი მთავრობაა
არათუ პირისპირ, ეს საჯაროდაც მითქვამს ყველასთვის. როდესაც სისხლის სამართლის დამნაშავეს აძლევ ლეგიტიმაციას, ასე ვთქვათ, სალონური შეხვედრებით, კონფერენციებზე, სემინარებზე და სხვა ასეთ ღონისძიებაზე მიწვევით, ეს თავისთავად არ არის ევროპული ქცევა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგაა მიმართული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც მანვე აღნიშნა, დამნაშავე რომ ციხეში არ იჯდეს, ამისთვის სამი გზა არსებობს: ერთი არის ამნისტია, მეორე – შეწყალება, მესამე კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადება.
„ჩვენ ვთქვით, რომ ამნისტიის მიღებას პარლამენტი არ აპირებს, პრეზიდენტმა თქვა, რომ შეწყალებას არ აპირებს. რაც შეეხება ჯანმრთელობის გამო სასჯელის გადავადებას, სასამართლომ ამასთან დაკავშირებით იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადავადების გარემოებები არ არსებობს.
სხვათა შორის, გასაჩივრება ჯერ კიდევ არის შესაძლებელი. იქნება სხვა ინსტანციაც და როგორც ვიცი, სტრასბურგშიც აპირებენ გასაჩივრებას.
ამის მიღმა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მოწოდება გულისხმობს, რომ მოწოდება არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების. არ არსებობს ისეთი ჰუმანიტარული გარემოებები, რომ ადამიანს შეიძლება, გადაუვადდეს სასჯელი.
ასე რომ იყოს, გამოდის, რომ ვინმეს ნებისმიერი პატიმრის მიმართ თუ ექნება ემპათია, შეიძლება, გადაუვადდეს სასჯელი. ასე უმიზეზოდ გადაუვადდეს სასჯელი. ეს ეწინააღმდეგება თავად სისხლის სამართლისა და სასჯელის პრინციპს.
ამ შემთხვევაში, ვიღაც ევროპელ პოლიტიკოსს აქვს სიმპათია მიხეილ სააკაშვილის მიმართ და მისი მეგობარია, სხვა შემთხვევაში, არაევროპელს ან ქართველ პოლიტიკოსებს.
ასე სიმპათია და ანტიპათიით ხომ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებებს. რასაც შეფუთულად ეწოდება ჰუმანიტარული მიზნები, სინამდვილეში, გულისხმობს მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის მოწოდებას, რაც დემოკრატიული არ არის.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.