LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სკეპტიკური ვარ იმის მიმართ, რომ ხალხი მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ქუჩაში გამოვიდეს“ – იაგო ხვიჩია ოპოზიციის აქციას არ შეუერთდება

222
BeFunky-collage (1)

პარტია „გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, იგი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ დღევანდელ აქციას არ შეუერთდება.

დეპუტატის მოსაზრებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ საქმეა და ამ საქმეში „ჩარევას არ აპირებენ.“

„დღევანდელ აქციას არ ვუერთდებით, რადგან მიმაჩნია, რომ პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვება არის „ნაციონალური მოძრაობის“ საქმე და მათი აქცია. ამ საქმეში აქამდეც არ ჩავრეულვართ და ახლაც არ ვაპირებთ ჩარევას, თუმცა კოლეგებს წარმატებას ვუსურვებთ.

მთავარი ამოცანაა იმაში, შეგიძლია თუ არა ხალხს დაანახო უსამართლობა, ამ იდეით აანთო და ქუჩაში გამოიყვანო. სკეპტიკური ვარ იმის მიმართ, რომ ხალხი მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ქუჩაში გამოვიდეს.

მით უმეტეს, მაშინ, როცა არ იცი, გამარჯვების შემთხვევაში, რა გელოდება და როგორ საქართველოში იცხოვრებ. ვიდრე ამას არ იტყვიან, ამ აქციაზე უფრო ნაკლები ადამიანი მივა“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დღევანდელ აქციაზე უკანონობისა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის დასრულების მოთხოვნით, ათიათასობით ადამიანი მივა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები