LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ქვემო ალვანში საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ბიუსტი დაიდგა

205
Untitled design (1)

სოფელ ქვემო ალვანში საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ბიუსტი დაიდგა. ბიუსტი ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით და დაფინანსებით გაიხსნა.

გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ სოფელში, მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებებიც გაიმართა, რომელსაც გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები – მეუღლე და შვილები, ასევე თანასოფლელები ადგილობრივი ხელისუფლების და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ცნობისათვის, გიორგი ანწუხელიძე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი იყო, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ტყვედ ჩავარდა და ოსმა სეპარატისტებმა წამებით მოკლეს. გარდაცვალების შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები