„სოკარი“ ქართული ჭადრაკის მხარდაჭერას განაგრძობს და ამჯერად ბათუმის 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გენერალური სპონსორია. ღონისძიება 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით იმართება და მასში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს 180-ზე მეტი ქვეყნის 4 ათასამდე წარმომადგენელი ეწვია.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, უკვე 10 წელია, რაც „სოკარი“ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გენერალური სპონსორია და ყველანაირად მხარს უჭერს ქართველ მოჭადრაკეებს.

„დღესაც, ოლიმპიადის პირველი ტურის წინ, ჩვენი სპორტსმენების წასახალისებლად, „სოკარის” ხელმძღვანელმა მაირ მამედოვმა საქართველოს ქალთა და ვაჟთა ექვსივე ნაკრებს საჩუქრები გადასცა. Apple watch 30 მოჭადრაკესა და გუნდების კაპიტნებს გადაეცათ. ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ, სპორტის ყოფილმა მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და „სოკარის” გენერალურმა დირექტორმა მაირ მამედოვმა ჩვენს მოჭადრაკეებს წარმატება უსურვეს”, – ნათქვამია კომპანია „სოკარის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 2008 წელს დაწყებული თანამშრომლობის შემდეგ, ქართულმა ჭადრაკმა საგრძნობი წინსვლა განიცადა. განვლილი 10 წლის განმავლობაში მოჭადრაკე ვაჟებმა და გოგონებმა არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. საქართველოს ქალთა ნაკრებმა ამ პერიოდში ორი უდიდესი შეჯიბრი მოიგო: 2008 წელს დრეზდენში გამართული საჭადრაკო ოლიმპიადა და 2015 წელს მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05