LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სულ იმაზე ვფიქრობ როგორ გავახალისო მეგობრები, ერთხელ ბაკურიანში ვიქირავე ფაეტონი და ტანკლი-ტუნკლი სიმღერებით მივაკითხე“ – როგორი მეგობარია ნიკოლოზ ხარატი ?

1226
Capture

როგორი მეგობარია ნიკოლოზ ხარატი? ამის შესახებ მან „რუსთავი2“-თან ისაუბრა.

„მოსიყვარულე ვარ, სულ იმაზე ვფიქრობ, როგორ გავართო და გავახალისო მეგობრები. ერთხელ ბაკურიანში ვიქირავე ფაეტონი და ტანკლი-ტუნკლი სიმღერებით მივაკითხე”, – იხსენებს მომღერალი.

სახალისო ამბებზე საუბრისას ნიკოლოზ ხარატი კიდევ ერთ ამბავს ჰყვება.

„ზოგადად, ძალიან მიყვარს საყვარელი ბებოები. როდესაც ქუჩაში მხვდებიან, ემოციებში არიან, ჩამკოცნიან, ჩამკოცნიან.. ერთხელ ლამის წავიქეცი იმისთანა ჩამეხუტა. ეს ამბავი უნდა მოვყვე.. ვიღაც ბებოს მოჰყავდა ორი შვილიშვილი. ბებო ჩემი ფანი ყოფილა, აღმოჩნდა, რომ ძალიან ვუყვარდი, მაგრამ მისი შვილიშვილები არ მიცნობდნენ. ამ დროს ბებო ეუბნებოდა შვილშვილებს გადახვიე ხელი, ჩაეხუტეო. გაოგნებულები უყურებდნენ ბავშვები”, – სიცილით იხსენებს ნიკოლოზ ხარატი.

ვიდეო: „გულს მოგტაცებ საგულედან“ – ნიკოლოზ ხარატის კიდევ ერთი ემოციური შესრულება

ვიდეო: „ის აქ არის“ – ნიკოლოზ ხარატი ფორტეპიანოზე გია ყანჩელის კომპოზიციას ასრულებს

ვიდეო: „შემოგაჭყიტებთ პირველ რეპეტიციაზე“ – ნიკოლოზ ხარატის და დათო არჩვაძის არაჩვეულებრივი შესრულება

ვიდეო: ნიკოლოზ ხარატმა „მათე ბიჭის სიმღერით“ მსმენელი კიდევ ერთხელ გააოცა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g