მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტი გიგა მაქარაშვილი პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში იმყოფება, სადაც ლტოლვილებს უკრაინიდან სხვადასხვა სახის დახმარებას სთავაზობს.
როგორც ერთ-ერთ პოსტში მაქარაშვილი წერს, 10 საათზე მეტიო გაატარა უკრაინელ ლტოლვილებთან და იქ მხოლოდ ორი მამაკაცი ნახა, რომელთაგან ერთი ერთი უსინათლო, ხოლო მეორე ეტლით მოსარგებლე იყო.
მაქარაშვილი წერს, რომ დანარჩენი მამაკაცები იბრძვიან.