LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ბაჩალიაშვილის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ცნობილია

354
ბაჩალიაშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ცნობილია – ინფორმაციას ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი ავრცელებს.

მიხეილ რამიშვილის განმარტებით, დოკუმენტი საკმაოდ დიდი მოცულობისაა და დეტალებზე შეფასებას მისი გაცნობის შემდეგ გააკეთებენ.

უფლებადამცველმა ასევე განაცხადა, რომ გარდაცვლილი პროგრამისტის დედა უარს აცხადებს უპასუხოს პროკურატურის კითხვებს და ის მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს.

ცნობისთვის, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში ნაპოვნ მეხსიერების ბარათს ექსპერტიზა ჩაუტარდაისევე როგორც  WiFi როუტერს.

დღემდე იძებნება მეხსიერების ბარათი, რომელიც თამარს ჰქონდა გასაღებებზე. ავტომობილში აღმოჩენილია ჯერჯერობით გაურკვეველი „ფლეშკა“.

“მოვიდა საბოლოო დასკვნა, მედიკამენტების რაოდენობას შეეხება, ასევე იქნება დნმ-ის საბოლოო პასუხი. ამ დასკვნებს გავეცნობით და შემდეგ შევაჯამებთ.-აცხადებს ოჯახის ადვოკატი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები