LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ გაგოშიძე: „ჩვენ 90-იანი წლებიდან გამოსულები არ ვართ და ამას ემატება ახალი, ასევე სტრესული გამოცდილებები…“

118
tamar-gagoshidze

ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე „რუსთავი 2“-ის გადაცემა „სხვა შუადღეს“ ესტუმრა და სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის 90-იან წლებში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმებისა და მისი შედეგების შესახებ:

„გამოვიარეთ 90-იანი წლები და ეს გვავიწყდება ჩვენ. მეც ხშირად მავიწყდება, რომ ეს ჩემი ცხოვრება იყო. ის პერიოდი სერიოზული ტრავმატიზების პერიოდი იყო. ჩვენი ტვინი ვერ ხარშავს იმას, უბრალოდ, მიივიწყა და გასწია. ჩემ თავზე შემიძლია ეს ვთქვა, სადღაც მაქვს ჩაჩურთული და რაღაც ფრაგმენტები გვიტივტივდება, ომთან თუ სხვა რამესთან დაკავშირებით. ჩვენ ამ მდგომარეობიდან გამოსულები არ ვართ და ამას ემატება სხვა, ასევე ძალიან სტრესული გამოცდილებები. მგონია, რომ უფრო მეტად ჩვენი ასაკის ადამიანებს აქვთ ცუდი, მაგრამ პროგნოზირებადი გარემოს გამოცდილება. ჩემთვის უთქვამთ პაციენტებს, რომლებიც დიდი ხანი ინსტიტუციაში ცხოვრობდნენ, რომ არ უნდოდათ იქიდან გამოსვლა. ჩვენ ჩარჩოებში ვცხოვრობდით, ეს იყო ცუდი, მაგრამ არ გქონდა დიდი არჩევანი, შენმა ფსიქიკამ ეს იცოდა და ცდილობდი ამასთან შეგუებას, ხვალინდელი დღე იყო პროგნოზირებადი, იცოდი, წახვიდოდი მარჯვნივ თუ მარცხნივ. დღეს უფრო საინტერესო სიტუაციაა, მაგრამ მძიმე ფსიქიკისთვის, არ იცი, რა იქნება… ჩვენ არ გვინდა ამ პასუხისმგებლობის აღება – შენ უნდა აირჩიო, შენ უნდა დასახო პრიორიტეტები. ყველას ვაბრალებთ ყველაფერს, ჩვენი თავის გარდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g