LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამთა კვარაცხელია „მის ევროპა კონტინენტალის“ კონკურსზე მიიწვიეს: „ავუხსენი, რომ 35 წლის ვარ და არ მაქვს მოდელის პარამეტრები, მაგრამ დამარწმუნეს, რომ ჩემი ყველა მონაცემი აკმაყოფილებდათ…“

719
თამთა კვარაცხელია

ტელეწამყვანი თამთა კვარაცხელია უმხელს ჟურნალ „სარკეს“, რომ 2023 წლის ნოემბერში იტალიაში კონკურსზე „მის ევროპა კონტინენტალი“ მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება, აქამდე კი ამაზე საჯაროდ არ საუბრობდა, რადგან უფლება არ ჰქონდა, თუმცა კონტრაქტს ხელი დიდი ხანია მოაწერა:

„ამის დაჯერება თავადაც მჭირს. არ ვიცი, საიდან, როგორ მიაწოდა ჩემი მონაცემები, თუ თავად მიპოვეს ინტერნეტში, მაგრამ წლინახევრის წინ დამიკავშირდნენ. თავდაპირველად ხუმრობა მეგონა. საქართველოშიც არ მიმიღია სილამაზის კონკურსში მონაწილეობა, არამცთუ ევროპაში. შემდეგ ისე დაჟინებით დაიწყეს შეტყობინებების გამოგზავნა, დავინტერესდი, და აღმოჩნდა, რომ ეს იყო ძალიან პრესტიჟული კომპანია, რომელიც ასევე ძალიან ცნობილ კონკურსს ატარებდა. ტრანსლაცია მსოფლიოს 50 ქვეყანაში ხდება.

ავუხსენი მათ, რომ მე ამ კონკურსში არ მივიღებდი მონაწილეობას, რადგან ვერ 35 წლის, არ მაქვს მოდელის პარამეტრები და ა.შ., მაგრამ დამარწმუნეს, რომ ჩემი ყველა მონაცემი აკმაყოფილებდათ. ბოლოს ჩემი მშობლების და მეგობრების ჩართულობით დავთანხმდი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g