LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანმხლები დაავადება არ უნდა უდრიდეს კოვიდის შემთხვევაში აუცილებელ ლეტალურ გამოსავალს!!! ამოვიღოთ ჩვენი ლექსიკონიდან ეს ფრაზა! – ინგა მამუჩიშვილი

170
ingamamuchishvili20129

„ნიუ ჰოსპიტალსის“ პედიატრიული ამბულატორიის სამსახურის უფროსი, პედიატრი  ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში კორონავირუსით დამძიმებული, თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტების ლეტალობის სტატისტიკას ეხმიანება:

პრემორბიდული ფონი(თანმხლები დაავადება) არ უნდა უდრიდეს კოვიდის შემთხვევაში აუცილებელ ლეტალურ გამოსავალს!!! ძალიან ვღიზანდები ამ შეკითხვაზე, იქნებ ექიმებმაც და მედიამაც ამოვიღოთ ჩვენი ლექსიკონიდან ეს ფრაზა, რომელიც კიდევ უფრო აკნინებს ჩვენს ჩამოშლილ ჯანდაცვის სისტემას!!! სწორედ პრემორბიდული ფონის მქონე პაცენტებს ჭირდებათ ინტენსიური მართვა და მათი გადარჩენით (გამოჯანმრთელება, დასტაბილურება) ფასდება ჯანდაცვის სისტემის დონე და გამართული მუშაობა! ნუ ვაყალიბებთ ნიჰილიზმს ადამიანებში, ადამიანთა უდიდეს პროცენტს აქვს თანმხლები დაავადება!! იცით,რომ ერთი სათნო მოხუცის ფსიქიკაზე ისე იმოქმედა ამ სიტუაციამ, რომ დაადუმა, აღარ საუბრობს და რამდენი ასეთი… გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!!!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები