LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსის მძღოლები მძღოლები ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო PCR ტესტირებას დაექვემდებარებიან

95
ტაქსი

ტაქსის ნებისმიერი კატეგორიის მძღოლი ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო PCR ტესტირებას დაექვემდებარება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, „თბილისის ტაქსის“, როგორც A, ისე B კატეგორიის მძღოლების ტექსტირება მოხდება.

“ვირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით რისკ ჯგუფების დადგენა მუდმივად მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთ რისკ ჯგუფს თბილისის ტაქსის მძღოლები მიეკუთვნებიან. როგორც A ასევე B კატეგორიის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეულები, გავუფრთხილდეთ ადამიანების ჯანმრთელობას, სიცოცხლის უსაფრთხოებას როგორც თვითონ ტაქსის მძღოლების, ასევე იმ კონკრეტული ადამიანების, ვინც ამ სერვისით სარგებლობს.

კახა კალაძემ მერიის პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელა: დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი კიდევ 50 მილიონი ლარით იზრდება

2020 წელს, 440 000 ლარი ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაიხარჯა, 320 000 კი ჯანდაცვის მიმართულებით

შესაბამისად, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის ტაქსის მძღოლების სავალდებულო პსრ ტესტირება უნდა განხორციელდეს. გვაქვს სამწუხარო ფაქტი, როცა ტაქსის მძღოლები აგრძელებდნენ მუშაობს მაშინ, როცა ისინი დაინფიცირებულები იყვნენ. მგონია, რომ მათ არ იცოდნენ ამის შესახებ, რადგან მათ შემთხვევაში ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა. თუმცა, გარკვეული პრობლემა მაინც არის. ის კონკრეტული ადამიანები, ვინც ამ სერვისით სარგებლობენ სერიოზული რისკის ქვეშ არიან, ამიტომ მაქსიმალურად რომ ვიყოთ დაზღვეულები, დავაზღვიოთ, როგორც ტაქსის მძღოლები ასევე, ამ სერვისით მოსარგებლე მოქალაქეები, მნიშვნელოვანია ტაქსის მძღოლების პსრ ტესტირება, ორ კვირაში ერთხელ”. – განაცხადა, ქალაქის მერმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g