თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე თიბისი ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, თავდამსხმელმა ბანკიდან თანხის წაღება ვერ მოახერხა.
ამასთან, მან პოლიციის მისვლამდე მოახერხა გაქცევა.
„ფორტუნა“ დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.