საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 5128 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაცია stop.cov.ge გამოქვეყნდა.
მათივე ინფომაციით, კორონავირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათზე კორონავირუსისგან 3310 პირი გამოჯანმრთელდა.
24 საათში ჩატარდა კვლევა- 49189, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 29357, PCR ტესტით – 19832.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 10,43%, ბოლო 14 დღის – 9,63%, ბოლო 7 დღის – 10,52%-ია.
სულ აცრილია – 715919, დღიურად აცრილია – 25 933.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 128 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 2 236 შემთხვევა,
- აჭარა – 811,
- იმერეთი – 537,
- ქვემო ქართლი – 246,
- შიდა ქართლი – 280,
- გურია – 106,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 287,
- კახეთი – 398,
- მცხეთა-მთიანეთი -101,
- სამცხე-ჯავახეთი – 102,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 24.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 47 601 საიდანაც:
6 627 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 068, აჭარაში – 898, იმერეთში – 964. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 355 პირი, მათ შორის, თბილისში – 586, აჭარაში – 139, იმერეთში – 318. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 311 პირი, მათგან თბილისში – 202, აჭარაში – 22, იმერეთში – 18. 3 288 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 494 – თბილისში, 1 298- აჭარაში. 37 686 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 64 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 59, ხოლო აჭარაში – 5.
სულ 6 ოქტომბრიდან – 11 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 026 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 40 605 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 20 817, პირი, აჭარაში – 5 495, იმერეთში – 4 036.