LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი შემთხევა გამოვლინდა

240
რეგიონები22

კორონავირუსით დაინფიცირების კლების ტენდენციას საქართველოში მომავალი კვირიდან ვარაუდობენ. თითქმის ორკვირიანი შეზღუდვებისა და გაზრდილი ტესტირების ფონზე ჯერჯერობით დაინფიცირებლთა რიცხვი არ კლებულობს.

დაინფიცირებულთა რიცხვმა ბოლო 24 საათში 4 570-ს მიაღწია.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსთან დაკავშირებით, 10 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.

კორონავირუსით 43 ადამიანი გარდაიცვალა

კორონავირუსი 3 045-მა ადამიანმა დაამარცხა

“ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 636 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 718 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 918 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 570 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 178 953-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 045 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 148 332-მდე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევიდან,

თბილისში გამოვლენილია 2 067 შემთხვევა,

აჭარა-331,

იმერეთი-708,

ქვემო ქართლი-352,

შიდა ქართლი-214,

გურია-72,

სამეგრელო – ზემო სვანეთი-325,

კახეთი-272,

მცხეთა-მთიანეთი-133,

სამცხე-ჯავახეთი-75,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-21.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 938, საიდანაც, 6 918 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-3 017, აჭარაში-991, იმერეთში-1 357. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 130 პირი, მათ შორის, თბილისში-515, აჭარაში -155, იმერეთში-259. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 453 პირი, მათგან თბილისში-205, აჭარაში-54, იმერეთში-77.

 

"შეზღუდვებმა უკვე აჩვენა გარკვეული პოზიტიური დინამიკა" - მორიგი შეხვედრა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან

"ყოველდღიურად, დაახლოებით, 20 000 ტესტი კეთდება, ხოლო იმართება ინფიცირების 27 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა"

 

3 524 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის, 1 144-თბილისში, 1 715-აჭარაში, 370-იმერეთში. 18 496 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 019 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-299, აჭარაში-138, ხოლო იმერეთში-28.

სულ 6 ოქტომბრიდან – 9 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-20 139 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 50 724 ადამიანი, მათ შორის თბილისში-19 817 პირი, აჭარაში – 10 336, იმერეთში-5 647“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g