LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

113
E8D92F8D-BE13-4302-A7BC-7859E4AF5398-cx21-cy18-cw69-w1023-r1-s

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. გაფრინდაშვილის გულშემატკივრები ამ წუთებში იკრიბებიან. ოჯახი თბილისიდან საოკუპაციო ხაზამდე მარშის მოწყობას გეგმავს. როგორც დაანონსებულია, ისინი სულ მალე ოძისისკენ გაემართებიან.

მხარდამჭერები თეთრი ხალათებით, საოკუპაციო ხაზთან მივლენ და ამით გამოხატავენ სოლიდარობას დაკავებული ექიმის მიმართ.

ექიმი: გაფრინდაშვილი არ აღიარებს “საზღვრის კვეთის” ბრალდებას, ამბობს, რომ ქართულ მიწაზეა

შეგახსენებთ, 13 დეკემბერს ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდებით დაპატიმრებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მიუხედავად ქართული მხარის კატეგორიული მოთხოვნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწილისა, ოკუპირებულმა სასამართლომ ქართველი ექიმი მაინც არ გაათავისუფლა.

ვაჟა გაფრინდაშვილის მომდევნო სასამართლო 20 დეკემბერს გაიმართება

სასამართლოს გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ “საზღვარს” – ირინა გაფრინდაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები