LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს

144
BeFunky-collage (3)

მკვლელობა კახეთში – მოკლულია თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი. მას სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა იყალთოში, ერთ-ერთ ოჯახში, სუფრაზე დაწყებულ ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა, რომელიც ქუჩაში გაგრძელდა.

გასროლის შედეგად დაჭრილია კიდევ ერთი პირი,  თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენიშვილი, რომელსაც ჭრილობები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ადგილზე დაუმუშავა.