სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უცნობმა პირებმა თემურ წიკლაურის საფლავზე ქანდაკება დააზიანეს. “ფორტუნა” დეტალების გასარკვევად თემურ წიკლაურის შვილიშვილს დაუკავშირდა.
ანდრო გოგიბედაშვილის თქმით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
“წინასაახალწლოდ, რამოდენიმე დღით ადრე ავედით სასაფლაოზე კოჯორში. მოგეხსენებათ, ქანდაკებას ხელებში უჭირავს დედამიწა.ეს ქანდაკების ნაწილი გარედან შეხებილია, შევნიშნეთ, რომ მოტრიალებული იყო, მოგლეჯილიც. აშკარად, ვიღაცამ მოგლიჯა და ნახულობდა, ხომ არ იყო ბრინჯაო ან რაიმე ძვირფასი მასალა, რომელიც შემდეგ შეეძლოთ გაეყიდათ.
მადლობა ღმერთს, არავის წაუღია ეს ნაწილი, ჩვენ წამოვიღეთ, იმისთვის, რომ მოქანდაკესთან ერთად ხელახლა დავამაგროთ და დავამონტაჟოთ”, – განუცხადა “ფორტუნას” ანდრო გოგიბედაშვილმა.
დაზიანებული ქანდაკების ფოტოებს სოციალურ ქსელში ფეისბუკმომხმარებელი Nina Marji ავრცელებს.