LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტექნიკური მთავრობა არის სრულიად ლეგიტიმური, ის კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურაა: ვახუშტი მენაბდე

83
vakhushti-menabde_w_h

24 ივნისს პარლამენტთან გამართულ მიტინგზე ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს – პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა უნდა გადადგეს და უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა რომელიც ორი მთავარი მიმართულებით იმუშავებს – ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომზადება და ჩატარება.

თუ ეს მოთხოვნები ერთ კვირაში არ შესრულდა, 3 ივლისს პარლამენტთან მორიგი აქცია გაიმართება, რომლის ორგანიზატორებიც შემდგომი მოქმედების გზებს დასახავენ.

ქადაგიშვილი: ტექნიკური მთავრობის საკითხი არაკონსტიტუციურია, მიტინგის წამყვანების აზრით და ხალხის რაოდენობის მიხედვით იცვლება სახელებიც: ხან ტექნიკურია, ხან ერთობის, ხან დროებითი

რა არის ტექნიკური მთავრობა და როგორ პასუხობს პოლიტიკოსების განცხადებებს, რომ ტექნიკური მთავრობის საკითხი არაკონსტიტუციურია კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.

ამის შესახებ მან „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.

რა დროს რაღაც მთავრობის შექმნაა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს? მიტინგზე ხუთმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ მთავრობა შექმნას? არასერიოზულია: ალეკო ელისაშვილი

„ტექნიკური მთავრობა ეს კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურაა. როგორც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ისე ჩვენი კონსტიტუცია არ გამორიცხავს ამ მოდელს.

ის კომპლექტდება არა პოლიტიკოსებისგან და პარტიული წარმომადგენლებისგან, არამედ პროფესიონალებისგან, რომლებიც შეირჩევიან სპეციალიზებული ცოდნისა და საქმიანობის საფუძველზე, კვალიფიკაციის მიხედვით. მათ აქვთ კონკრეტული დავალებები. ტექნიკური მთავრობის პირობებში ხელისუფლება არ იცვლება, თუმცა რეფორმებს სათავეში უდგას ტექნიკური მთავრობა, რომლის ამოცანა არის მკაფიო – საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამისთვის უნდა გაატაროს ის რეფორმები, რომელიც ევროკომისიის დასკვნაშია მოცემული. კონკრეტული ვადის ამოწურვის შემდეგ ტექნიკური მთავრობა გადადგება, ან ინიშნება არჩევნები. ტექნიკური მთავრობა არის სრულიად ლეგიტიმური“, – განაცხადა კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ.

ჰერმან საბო: ისეთი ანგელოზები თუ გვყავდნენ, შეუძლიათ, საქართველოს 6 თვეში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიაღებინონ, აქამდე სად იყვნენ?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები