LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენ ფიქრობთ, რომ უფრო მიმწოლები რომ ვიყოთ, ბიბილოვი უფრო რბილი გახდება? – ქადაგიშვილი ჟურნალისტს

62
33333

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ პროვოკაციის გამო ჩვენ მოვახდენთ ისეთი პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმას, რომ რუსეთს უფრო დიდი პროვოკაციის გადადგმის საშუალება მივცეთ საქართველოში, ამას არ გავაკეთებთ”, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების საკითხს.

„მიმაჩნია, რომ რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანია, ჩვენი გზაა: ანატოლი ბიბილოვი

ჟურნალისტის შეკითხვაზე – „ჩვენი პოლიტიკის ბრალი ხომ არაა ბიბილოვის გათამამება, მუდმივი საუბარი რუსეთთან შეერთებაზე, ანუ საკმარისად ხისტია საქართველოს ხელისუფლება თუ ამ რბილი განცხადებებით ხელს უწყობს ბიბილოვის რიტორიკას”, ქადაგიშვილმა ასე უპასუხა:

„თქვენ წარმოგიდგენიათ, ჩვენ რომ ვიყოთ ხისტები, როგორც თქვენ მიგყავთ საუბარი, უფრო მიმწოლები, როგორც თქვენ გინდათ თქვათ, უფრო პროვოკაციულები და თქვენ ამით ფიქრობთ, რომ ბიბილოვი ამით უფრო რბილი გახდება და შეშინებული და ეს მხოლოდ ბიბილოვის აზრია, რასაც ლაპარაკობს?!

ბორდერიზაცია, რასაც ხელისუფლება არ იმჩნევდა, ცხინვალის ანექსიის საკითხის მომზადებას ემსახურებოდა, დავრჩით პრაქტიკულად მოკავშირეების გარეშე – სააკაშვილი

ამიტომ ვიმეორებ, რომ ვიყოთ ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული და არა პროვოკაციების გაღრმავებაზე”, – ამბობს ქადაგიშვილი.

შეგახსენებთ გუშინ, 30 მარტს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაერთიანება სამხრეთ ოსეთის სტრატეგიული მიზანია.

დავით ზალკალიანი: მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული, ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა

უნდა დაველოდოთ რა რეაქცია ექნება რუსეთს – დავითულიანი ბიბილოვის განცხადებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g