LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრაგედია აშშ-ში – სკოლაში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

4669
BeFunky-collage (4)

ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, დაღუპულია 19 ბავშვი და ორი ზრდასრული ადამიანი.

ტეხასის გუბერნატორის გრეგ აბოტის განცხადებით, დაღუპულია თავდამსხმელი 18 წლის სალვადორ რამოსი, რომელიც პოლიციელის მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა. თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია.

ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

ტეხასის სკოლაში მომხდარ თავდასხმაზე კომენტარი გააკეთა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

ამასთან, როგორც ჯო ბაიდენმა თქვა, ბავშვის დაკარგვა საკუთარი სულის ნაწილის დაკარგვას ნიშნავს და ეს არის გრძნობა, რომელიც გახრჩობს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამერიკელებს მოუწოდა, რომ დროა იმოქმედონ და წინააღმდეგობა გაუწიონ მათ, ვინც იარაღის თავისუფლად ფლობას ლობირებს.

“როცა პრეზიდენტი გავხდი, იმედი მქონდა, რომ ამის გამეორება აღარ მომიწევდა – მორიგი ხოცვა-ჟლეტა. უვალდე, ტეხასი. დაწყებითი სკოლა. ლამაზი, უდანაშაულო მეორე, მესამე, მეოთხე კლასელები. ათობით პატარა ბავშვი, ვინც მომხდარის მომსწრე გახდა და მათი მეგობრების სიკვდილი ნახა, თითქოს ისინი ბრძოლის ველზე არიან. ბავშვის დაკარგვა სულის ნაწილის ამოგლეჯას ჰგავს. რატომ ვართ თანახმა ვიცხოვროთ ამ ხოცვა-ჟლეტით? როგორ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ეს მოხდეს? უბრალოდ არასწორია, 18 წლის ბავშვს შეეძლოს მაღაზიაში შესვლა და იარაღის ყიდვა. დროა ვიმოქმედოთ და არავინ მითხრას, რომ ჩვენ არაფრის შეცვლა შეგვიძლია,” – განაცხადა ბაიდენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები