LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ქუთაისიდან Ryanair-ით მიფრინავთ – გაეცანით ბარგის გადატანის წესებს

751
Ryanair-t

როგორც იცით, 2019 წლის ნოემბრიდან, Ryanair- ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირ ავიარეისებს მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით შეასრულებს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ბარგის გადატანის წესებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:

Ryanair-ის ყველა ბილეთის საფასურში შედის მხოლოდ მცირე ხელბარგი, რომლის მაქსიმალური ზომებია: 40x20x25 სმ. მგზავრებს მისი ატანა თვითმფრინავის სალონში შეუძლიათ.

პრიორიტეტის სერვისის დამატების შემთხვევაში, მცირე ზომის ხელბარგთან (40x20x25 სმ) ერთად, თვითმფრინავის სალონში შეგიძლიათ, აიტანოთ სამგზავრო ჩემოდანიც, რომლის მაქსიმალური ზომებია: 55x40x20 სმ, მაქსიმუმ 10 კგ.

– დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ავიაკომპანიის ვებგვერდს: http://bit.ly/2mk8I17 “- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ქუთაისის აეროპორტი ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები