LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ შეიძლება, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ განჩინებას: მიტროპოლიტი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

108
nnnnnnnn.png

მიტროპოლიტი ნიკოლოზი არ გამორიცხავს, რომ პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ. ამის შესახებ მან “რუსთავი 2”-ს განუცხადა.

„არ ვიცი, რა განჩინებაა, არ ვიცი, რა ტიპის გადაწყვეტილებაა მიღებული და თუ შეიძლება გასასჩივრება, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ. ვნახოთ, რა არის და როგორ არის და ამის მიხედვით“, – აცხადებს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის შუამდგომლობა- ნინოწმინდის ბავშთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივი გაყვანის შესახებ, დააკმაყოფილა.

სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელის ანა აბაშიძის განცხადებით, ის რომ მათი ორგანიზაცია უფლებამოსილი მოსარჩელე იყო მხოლოდ ნინოწმინდის პანსიონის შშმ ბენეფიციარების, მხოლოდ ტექნიკური საკითხია და მოსამართლის გადაწყვეტილება, რომ ბავშვები სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის შემცველ გარემოს უნდა მოშორდეს ეხება ყველა ბავშვს.

PHR ნინოწმინდის პანსიონზე სასამართლოს განჩინებას აქვეყნებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g