LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ თქვენს გუნდში არ იგეგმება რაიმე მელაკუდობა საკონსტიტუციო ცვლილებებს უკვე აქვს ოპოზიციის მხარდაჭერა – ირმა ინაშვილი

94
BeFunky-collage (6)

“საკონსტიტუციო ცვლილებებს უკვე აქვს ოპოზიციის მხარდაჭერა ჩვენი და „დამოუკიდებელი დეპუტატების“ სახით, ეს სრულიად საკმარისია, თუ თქვენს გუნდში არ იგეგმება, უბედურება თუ მელაკუდობა” – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა  საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისადმი მიძღვნილ სატელევიზიო ეთერში განაცხადა.

მისი თქმით ყველას კარგად აქვს გაცნობიერებული, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნას რა შედეგები შეიძლება, მოჰყვეს არამხოლოდ პარტიებისთვის, არამედ  ხელისუფლებისა და სახელმწიფოსთვის.

„თუ თქვენს გუნდში რაღაც არ ხდება კიდევ, მორიგი რაღაც არ იგეგმება, უბედურება თუ მელაკუდობა, თუ პოლიტიკური სპექტაკლი, მაშინ ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ გავიტანოთ ეს ცვლილებები. მგონი, ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული, ამ ცვლილებების ჩავარდნას რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს პარტიებისთვის კი არა, უკვე პარტიებზე აღარ იქნება ლაპარაკი, საერთოდ თქვენი ხელისუფლებისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის. ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, რომ გავიტანთ ამ ცვლილებებს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ახალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის პირველ სატელევიზიო შეხვედრას საზოგადოებრივი მაუწყებლის „1 არხი“ მასპინძლობს.

შეხვედრაში მონაწილეობენ პარლამენტის თავმჯდომარე – არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი – ირაკლი კობახიძე, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი და ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე – მარიამ ჯაში.

განხილვის პროცესში არ მონაწილეობენ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები – „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.

 

 

პოპულალურები