ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას შეფასებით, ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე უკეთ იმუშავებს, ვიდრე სხვა სპეციალობის ადამიანი. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რაც უფრო მეტი ეკონომისტი და ფინანსისტი იქნება წამყვან თანამდებობაზე, ეს მართლაც წარმატების საწინდარია.
„რაც უფრო მეტი ეკონომისტი და ფინანსისტი იქნება წამყვან თანამდებობაზე, ეს მართლაც წარმატების საწინდარია. ახალი მინისტრი თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე უკეთ გაუმკლავდება ჩემი აზრით, ვიდრე რომელიმე სხვა სპეციალობისა და პროფესიის ადამიანი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის ახალი მინისტრის პოზიციაზე, ზურაბ აზარაშვილი წარადგინა.
ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამ დრომდე იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მანამდე კი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალური დირექტორი. მანამდე კი „თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორი. მას საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
რა ქონებას ფლობს და რა განათლება აქვს ჯანდაცვის ახალ მინისტრ ზურაბ აზარაშვილს