LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყუილია, ჩვენ არ ვაპირებთ მობილიზაციას – ვიბრძოლებთ მხოლოდ მაშინ, როცა საჭირო გახდება ჩვენი სახლის დაცვა: ლუკაშენკო 

54
Untitled design (1)

ჩეჩნეთის ლიდერის შემდეგ, ახლა უკვე ბელარუსის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ქვეყანაში მობილიზაციის გამოცხადება არ იგეგმება. 

რუსეთის მხარდამჭერ ქვეყნებში ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 21 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ალექსანდრ ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსში არც მობილიზაციის გამოცხადებას და არც ომში ჩართვას აპირებენ, მან ასევე განმარტა, თუ რა შემთხვევაში იბრძოლებს მისი ქვეყანა:

„ჩვენ ვიბრძოლებთ მხოლოდ მაშინ, როცა საჭირო გახდება ჩვენი სახლის, ჩვენი მიწის დაცვა“.

მანამდე ლუკაშენკომ თქვა:

„არ იქნება მობილიზაცია. ჩვენ არ ვაპირებთ მობილიზებას. ეს ტყუილია“.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბელარუსი აუცილებლად უპასუხებს შესაძლო საფრთხეებს და ტერორისტული აქტების ჩადენის მცდელობებს. მისივე თქმით, ამისთვის რეგულარულად ტარდება სხვადასხვა წვრთნა, მათ შორის, სახალხო მილიციის მონაწილეობით, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ საჭირო სამხედრო უნარები.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განკარგულებას ხელი 21 სექტემბერს მოაწერა.

სამხედრო სამსახურში გაიწვევენ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება და უპირველესად მათ, ვისაც უმსახურია შეიარაღებული ძალებში, აქვს გარკვეული რაიმე სპეციფიკური სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.

Novayagazeta: საიდუმლო პუნქტის მიხედვით, რუსეთს 300 ათასის ნაცვლად, 1 მილიონი ადამიანის გაწვევა შეუძლია