LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უახლოეს დღეებში გვექნება პირველადი მონაცემები, თუ რასთან გვაქვს საქმე – საგანგებო ბრიფინგი მერიაში

93
BeFunky-collage (1)

ვაშლიჯვრის ფერდთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას თბილისის მერიაში საგანგებო ბრიფინგით კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ.  თბილისის მერის მოადგილე აცხადებს, რომ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან, მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო, იგეგმება მოსახლეობის ევაკუაცია, სიცრუეა და ემსახურება საზოგადოებაში პანიკის დათესვას.

მისივე თქმით, შექმნილია  სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც  24-საათიან რეჟიმში აკვირდება მეწყრულ პროცესს, ასევე მომავალი კვირიდან უცხოელი ექსპერტებიც შემოგვიერთდებიან და როგორც აქამდე, ყველა ეტაპზე მოსახლეობა იქნება სრულად ინფორმირებული.

“მეწყრული პროცესი კავშირში არ არის მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ მიმდინარე ახალი გზის მოწყობის სამუშაოებთან. აქვე მე შემიძლია წარმოგიდგინოთ ვიდეოკადრები, სადაც კარგად ჩანს, რომ საუბარია აბსოლუტურად სხვადასხვა ტერიტორიაზე.

აეროგადაღების კადრები: როგორ გამოიყურება ვაშლიჯვრის დამეწყრილი ტერიტორია

ცენტრი აეროგადაღების შედეგად, არსებული მეწყრის პირველად ფოტოებს ავრცელებს.

დღეს უკვე განვმარტე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თბილისის მერია იყო პირველი, ვინც გაავრცელა განცხადება მეწყრული პროცესის შესახებ და დაიწყო სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინება. პირველი განცხადება გავავრცელეთ მიმდინარე წლის 15 მარტს.

პირველ რიგში, მოხდა მაჭავარიანის ქუჩის ორმხრივი ჩაკეტვა და დაიწყო საპრევენციო ღონისძიებები. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მეწყრული პროცესების მონიტორინგი. ამჟამად ვართ კვლევა-პროექტირების ეტაპზე. პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება და გვექნება უკვე პირველადი მონაცემები, თუ რასთან გვაქვს  საქმე და რა ღონისძიებები არის გასატარებელი.

თქვენ იცით, რომ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელსაც ახორციელებს თბილისის მერია, წინ უსწრებს შესაბამისი კვლევა, რაშიც ჩართულია გარემოს ეროვნული სააგენტო და სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო.

მოწყვეტილი სიღრმე დაახლოებით 10 მეტრია და ნახევარი მილიონი კუბია, რაც შესაძლოა მოწყდეს – სეისმოლოგების საგანგებო განცხადება

დღეს რიგი მედიასაშუალებები ავრცელებენ დოკუმენტს, რომელიც, მათი თქმით, ექსკლუზიურად მოიპოვეს.  რეალურად აღნიშნული დოკუმენტი არის საჯარო და წარმოადგენს ხელშეკრულების თანმდევ ნაწილს. დოკუმენტი შეეხება იმ სამუშაოებს, რომელიც  მაჭავარიანი-გელოვანის გზას უკავშირდება და არა  ბოლო დღეებში გააქტიურებულ მეწყრულ პროცესს.

ყველა უწყება აგრძელებს მუშაობას, როგორც ნახეთ, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და მას თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად ესწრებოდა გარემოს ეროვნული სააგენტოს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.

მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ დედაქალაქის მერია შესაბამის სამსახურებთან ერთად პერიოდულად მოგაწვდით არსებულ ვითარებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას”- აცხადებენ მერიაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g