LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის გამარჯვებით და რუსეთის გარდაუვალი მარცხით, გაიმარჯვებს საქართველო – ნიკა მელია

103
ნიკა მელია

უკრაინის გამარჯვებით და რუსეთის გარდაუვალი მარცხით, გაიმარჯვებს საქართველო – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

„მჯერა, ტერიტორიულად ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანა მალე გახდება ყველა თვალსაზრისით დიდი ქვეყანა.

უკრაინის გამარჯვებით და რუსეთის გარდაუვალი მარცხით, გაიმარჯვებს საქართველო.

გაიმარჯვებს თავისუფლების მოყვარე სამყარო, რადგან როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო – ჯოხარ დუდაევი ამბობდა – “რუსეთი მაშინ მოკვდება, როცა უკრაინის მზე ამოვა!” სლავა უკრაინე! დიდება უკრაინას!“ – წერს მელია.

24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g