LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის წარმომადგენლის გაუფრთხილებლად შემოყვანა უპატივცემულობაა.. მგონია, რომ იმპიჩმენტის საკითხი ჩვენი მხრიდან არ დადგება – მდინარაძე პრეზიდენტზე

111
BeFunky-collage (8)

„ქართული ოცნების“ წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის ინსტიტუტის უპატივცემულობაა, სხდომათა დარბაზში სალომე ზურაბიშვილის მიერ უკრაინის წარმომადგენლის გაუფრთხილებლად შემოიყვანა.

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის დარბაზში უკრაინის დროებით რწმუნებულთან ერთად შევიდა

„მე საყვედურნარევი ტონი მქონდა პროცედურასთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, რომ გაუფრთხილებლად შემოიყვანეთ პატივცემული წარმომადგენელი სხდომათა დარბაზში. ეს ინსტიტუტის უპატივცემულობაა, ჩემი აზრით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან,  მდინარაძემ შეაფასა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის ინფორმაციით, მთავრობის მხრიდან საერთაშორისო ვიზიტებზე უარი ეთქვა, თუმცა „საჭიროდ მიიჩნია სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა“.

მდინარაძე ვარაუდობს, რომ პრეზიდენტს მთავრობასთან არ ჰქონდა „შეთანხმებული და გავლილი საკითხები” და შესაძლოა, ამან გამოიწვია წერილობითი უარი.

მთავრობამ ოფიციალურად უარი მითხრა ევროპაში ვიზიტებზე, პირადი კონტაქტები გამოვიყენე – სალომე ზურაბიშვილი

“საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის თანახმად, პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს საგარეო ურთიერთობებში თავის უფლებამოსილებას, ის თავად ამბობს, რომ მიუხედავად მთავრობის წერილობითი დაუთანხმებლობისა წავიდა და თვითნებურად ჩაატარა გარკვეული მოქმედებები, ეს არის კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა”, – აღნიშნა მდინარაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას დადგება თუ არა მმართველი გუნდის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის აღნიშნული განცხადების შემდეგ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი, მდინარაძის განმარტებით, არ ჰგონია, რომ ამ ვითარებაში მსგავს საკითხებზე ვინმემ იმსჯელოს, თუმცა ხაზგასასმელია პრეზიდენტის ჟესტი, რაც საპარლამენტო ინსტიტუტის უპატივცემულობაა.

13 რამ რაც პრეზიდენტის გამოსვლიდან დაგვამახსოვრდა – რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში

magti 5g