LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უმუშევრობა და სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე დასული” – ირაკლი ღარიბაშვილი

145
ირაკლი ღარიბაშვილი

“ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა 10,1%-ია.

“მინდა კიდევ ერთხელ შევაფასოთ არსებული სიტუაცია და მიმდინარე ვითარება. იცით, რომ ჩვენ გასული წელი დავხურეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით. რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა დაზუსტებული მონაცემები, კერძოდ 10,1% არის ეკონომიკური ზრდა 2022 წელს, რაც ნიშნავს იმას, რომ ბოლო 2 წელია ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ ყოფილა. ეს არის ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების გააზრებული, გონივრული პოლიტიკის შედეგი. მე, ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ორნიშნა ინფლაცია.

საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს - NDI

ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფასების მომატებაზე წუხს.

გასულ წელს, მოგეხსენებათ, იყო პერიოდი, როცა ინფლაციამ მიაღწია 12-13%-ს, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის გლობალური გამოწვევა, პრობლემა, რომელიც დაიწყო კორონავირუსის პანდემიის დროს, შემდეგ გაგრძელდა უკრაინაში ომის შემდეგ. ამას დაარქვეს ევროპაში ომის ინფლაცია და ბუნებრივია, ჩვენ არ ვიქნებოდით გამონაკლისი ამ შემთხვევაში. ამის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი იწყებს დასტაბილურებას, კერძოდ 9,4% არის მიმდინარე ინფლაცია, რაც არის საკმაოდ ოპტიმისტური და გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ინფლაცია”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ქვეყანაში უმუშევრობა და სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა დასული.

მოგეხსენებათ, ფასები არის ის პრობლემა და გამოწვევა, რომელიც მთელი მსოფლიოს მოსახლეობას და ჩვენს ხალხს აწუხებს. ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა. უმუშევრობა და სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე დასული. ბოლო 2 წელიწადში 220 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა. ლარის კურსი არის სტაბილური და ჩვენ გვაქვს ბევრი მასშტაბური პროექტი დაგეგმილი, რომელიც წელს განხორციელდება”, –  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

უკვე მეორე წელია საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, რაც დასაქმების შედეგებზეც აისახება – ფინანსთა მინისტრი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g