4 შვილის დედა, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, იპოვეს.
ინფორმაცია „ფორტუნას“ ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.
„საბედნიეროდ, ვიპოვეთ, სრულიად უვნებელი და ჯანმრთელია“, – განგვიცხადა ოჯახის ახლობელმა და მოქალაქეებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„ერთ-ერთ პარკში იჯდა გაურკვევლად.. ყველას დიდი მადლობა უსწრაფესი რეაგირებისთვის“ – დომენიკ მანგო
ცნობისთვის, ქალის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გუშინ, 22 ოქტომბერს გავრცელდა.