რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემას „ვიზიტორი“ მოდელი, „პრაიმჰაუსის“ მონაწილე, ლენუკა ყიფშიძე სტუმრობდა და არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
ლენუკა ყიფშიძე: „გიორგი კლინიკაში წევს… მჯერა, მალე დაგვიბრუნდება…“
ზურა ყიფშიძეს ვარსკვლავს გაუხსნიან
მათ შორის, შეეხო სადავო ბინის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. ლენუკა ყიფშიძის თქმით, საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი.
„კიდევ მიმდინარეობს დავა, ძალიან ბევრნი ვცხოვრობთ, ხომ იცით. მთელი ოჯახი ზურაზე ვართ, აღარ მინდა, სანერვიულო ჰქონდეს. მე და გიორგი უკვე ისეთ ასაკში ვართ, ჩვენი მისახედია ზურა, თუმცა სამწუხაროდ, ვერ გვეძლევა იმის საშუალება, რომ მშობლებს ტკბილი სიბერე ჰქონდეთ. არ მინდა, მშობლებმა იფიქრონ იმაზე, რომ აი, ბანკში ვალი მაქვს, რა ვუყო შვილებს და ა.შ… როგორც დღეს სახლებს კარგავენ, ისე მოგვივიდა მე და დედაჩემს, ვენდეთ მეგობარს, რომელმაც შემდეგ თავი მოიკლა.
მოხდა ისე, რომ ბანკმა ჩამოგვართვა, ზურამ სთხოვა გვაცადეთო, მაგრამ არ გვაცადეს, გაიყიდა უცხოელზე, ვინ არ ჩავრიეთ, მაგრამ გვერდში არავინ დაგვიდგა. ძალიან გულდასაწყვეტია. დღეს ისევ სასამართლოშია საქმე… ამ ყველაფერმა მოტეხა დედაჩემიც, აღარ უნდა გარეთ გასვლა“, – აღნიშნა ლენუკამ რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემაში „ვიზიტორი“.
გადაცემა ვრცლად:
ლენუკა ყიფშიძე: „ზურას უთხრეს, გავიგეთ, თქვენი შვილი დაიღუპაო და კინაღამ მოკვდა…“