LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერ მოძრაობს დამოუკიდებლად, ბარბაცით დადის და გული სწყდება, რომ ხვალ სავარაუდოდ, ვერ შეძლებს სასამართლოზე დასწრებას – ეკა ხერხეულიძე

288
მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესს დიდი ალბათობით ვერ დაესწრება. ამის შესახებ გორის ჰისპიტალის დატოვების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.

როგორც ხერხეულიძემ გორის ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სააკაშვილს გადაადგილება უჭირს.

„მიხეილ სააკაშვილის აქვს წნევა, ვერ მოძრაობს დამოუკიდებლად, ბარბაცით დადის. სავარძლიდან საწოლამდე მანძილი ძალიან პატარაა და სიმყარეს ვერ გრძნობს, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აქვს ისე, რომ დამოუკიდებლად გადაადგილდეს. ჩემი შეხედულებიდან გამომდინარე, ხვალ ის ფიზიკურად ვერ შეძლებს სასამართლოზე დასწრებას.

მას გული სწყდება, რადგან სასამართლო არის ერთადერთი შესაძლებლობა, სადაც მას შეუძლია, ეს პლატფორმა გამოიყენოს ტრიბუნად. დასანანია, რომ სავარაუდოდ, ის ვერ შეძლებს გამოცხადდეს სასამართლოზე. ძალიან უნდა, დაესწროს. ის დააკვირდება საკუთარ შესაძლებლობებს დღის ბოლომდე. ხვალ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ ეტაპზე ვერ წავა, თუმცა როგორ შეიცვლება ეს მდგომარეობა საათების შემდეგ, არ ვიცი“, – განაცხადა ხერხეულიძემ.

ცნობისთვის, 9 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით მუხლი ოქტომბერში წარუდგინეს, მას შემდეგ, რაც იგი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საზღვრების უკანონოდ გადმოკვეთა სატვირთოს მისაბმელით ამავე საქმეზე ბრალდებული ელგუჯა ცომაიას დახმარებით შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები