LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვფიქრობ, “ვაიპატრიოტიზმის” კონტექსტში ხელისუფლებას უნდა განვიხილავდეთ: ვარლამ გოლეთიანი პრემიერის განცხადებას პასუხობს

128
ვარლამ გოლეთიანი

„ვფიქრობ, ხელისუფლებას “ვაიპატრიოტიზმის” კონტექსტში  უნდა განვიხილავდეთ“, – ამის შესახებ მოძრაობა “რიონის ხეობის მცველების” აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა და თქვა, რომ თუკი პრემიერის განცხადებაში გამოიკვეთა ის, რომ ხელშეკრულება შესასწავლია და მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს, ესე იგი, “ხეობის მცველებს” პროტესტით რაღაც საქმე გაუკეთებიათ.

“თუმცა ის დამოკიდებულება, რაც მოვისმინეთ რომ – „ვაიპატრიოტიზმი“, ვფიქრობ, “ვაიპატრიოტიზმის” კონტექსტში ხელისუფლებას უნდა განვიხილავდეთ. იმიტომ, რომ ხეობას ხელისუფლება ყიდის, რესურსებს ხელისუფლება ასხვისებს, უგულებელყოფილია ადამიანების ფუნდამენტური უფლებები და ის, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვიცავთ.

ამ ფონზე ჩვენ მიმართ აგორებულია დიდი შავი პიარკამპანია, რასაც სათავეში თავად ხელისუფლება უდგას და ასობით „ფეისბუქ“ გვერდს ასპონსორებენ, რომლებიც ჩვენს „გაშავებაზე“ და ამ მოძრაობის მარგინალურ ვექტორზე გადაყვანაზე მუშაობს… ამიტომ საკითხების ასე განხილვა, რომ ჩვენ ვართ “ვაიპატრიოტები” და ეს არის „90-იანებში დაბრუნება,“ ვფიქრობ, არაადეკვატური შეფასებაა და ამაზე შესაბამისი რეაქცია, უკვე ჩვენს საზოგადოებას უნდა ჰქონდეს,“ – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისში, “ნამოხვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” წარმომადგენლებმა აქციაზე მოთხოვნები გააჟრერეს და თქვეს, რომ ხელისუფლებისგან პასუხს დღეს 12 საათამდე დაელოდებიან.

კარგად გვახსოვს ბნელი, 90-იანი წლები, ვითომ პატრიოტიზმის საფარქვეშ ყველა აქტივისტი იყო, შედეგად დავანგრიეთ ქვეყანა – ვინც გადავა კანონის ფარგლებს, სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება – ღარიბაშვილი „ნამახვანჰესის“ პროტესტზე

 

magti 5g