პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთავარი არხის ჟურნალისტს დაუპირისპირდა. კობახიძემ დავით არახამიასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ ის „არაკაცია“.
„რაც შეეხება არახამიას. ეს კაცი ვინ არის, ყველამ ძალიან კარგად იცის. რაც შეეხება სანქციებს, ერთადერთი, ვის მიმართაც ამოქმედდება სანქციები, ეს არის თვითონ არახამია და მას სანქციებს გამოუტანს უკრაინელი ხალხი იმ ყველაფრის გამო, რაც მან მოუტანა უკრაინას. არახამია არის ძალიან ბევრ რამეზე პასუხისმგებელი და მას ყველაფერს შეაფასებს პირველ რიგში უკრაინელი ხალხი. მარტივად ვიტყვი არახამია არ არის კაცი და მის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. უბრალოდ კაცი არ არის. არახამია არის არაკაცი. КГБ-შნიკი არის მამათქვენი, КГБ-შნიკი მამათქვენია, მამათქვენი არის КГБ-შნიკი, ნუ კანკალებ”, – თქვა კობახიძემ .
