თბილისში საერთაშორისო ბალეტის ფესტივალი უკვე მეოთხედ გაიმართა.
ფესტივალის ფარგლებში შედგა „დონ კიხოტის“ ჩვენება, სადაც მთავარ პარტიებს ჰოლანდიის სამეფო ბალეტის სოლისტი გიორგი ფოცხიშვილი და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის პრიმაბალერინა ნინო სამადაშვილი ასრულებდნენ.
ნინო ანანიაშვილმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც გიორგი ფოცხიშვილის ბრწყინვალე შესრულებაა ასახული.
ერთ-ერთი კომენტარის ავტორი წერს:
„ასეთი მაღალი დონის ბალერონს, ქართველს, არ მოველოდი, ყოჩაღ! უნაკლოდ შეასრულა…“