LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბიონსეს კლიპი ულამაზეს „ყავისფერ გოგონებზე“ ინტერნეტს იპყრობს

149
1 (1)

ინტერნეტში გამოჩნდა ბიონსეს კლიპი სიმღერაზე Brown Skin Girl, რომელიც შედის ალბომში The Lion King: The Gift. მომღერალმა კლიპში დედა და ორი ქალიშვილი გადაიღო. კლიპში მუსიკოსმა გადაწყვიტა, ფერადკანიანი, „ყავისფერი გოგონების“ სიძლიერეზე ემღერა და ასეც მოხდა. მასთან ერთად ვიდეოში ჩნდებიან ნაომი ქემბელი, კელი როულენდი, ლუპიტა ნიონგო და სხვები.

საინტერესოა, რომ სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა ბიონსეს უფროსმა ქალიშვილმა, ბლუ აივიმაც მიიღო, რომელიც ამ ჩანაწერისთვის BET Awards-ზეც კი იყო ნომინირებული. კლიპი დღეს გავრცელდა და მას უკვე მილიონობით ნახვა აქვს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები