ნუკი კოშკელიშვილი ჰელოუინის დღესასწაულისთვის ემზადება.
ამჯერად, მოდელმა ბარბის ფორმა ჩაიცვა და მორიგი განსაკუთრებული “ლუქი” საკუთარ “ინსტაგრამ” გვერდზე გამომწერებს შემდეგი წარწერით გაუზიარა.
“კვლავ გავიმეორებ ეს არ არის მთავარი კოსტიუმიიი, მთავარი ორშაბათს!!! მაგრამ დაგვპატიჟეს ფართიზე და მე, მე არ ვიქნებოდი რომ არ გამომეყენებინა გამოპრანჭვის შანსი.. სხვათა შორის ბოლო 10 წელი არაფერი მიყიდია ჰელოინისთვის, უბრალოდ კლოუნის გარდერობი მაქვს და გარდაუვალია, რამეს ვიპოვი. ხო კიდევ ვიდეოს ბოლოს ბიჭი მიყვარს, მინდა იცნობდეთ,” – წერს ნუკი კოშკელიშვილი.