LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “დარჩენილ სიცოცხლეს დათმობდა ნებისმიერი ჟურნალისტი ასეთი ჩართვისთვის” – თეა ადეიშვილი

873
BeFunky-collage - 2022-11-12T231918.011

ჟურნალისტი თეა ადეიშვილი სოციალურ ქსელში Sky News-ის კორესპოდენტის ხერსონში გადაღებულ სიუჟეტს აქვეყნებს.

“დარჩენილ სიცოცხლეს დათმობდა ნებისმიერი ჟურნალისტი ასეთი ჩართვისთვის”, – წერს ვიდეოზე თეა ადეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსმა სამხედროებმა ხერსონი დატოვეს და ტერიტორიას უკრაინელი ჯარისკაცები აკონტროლებენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ხერსონში შესვლის შესახებ ინფორმაციაზე პირველი კომენტარი გააკეთა.

უკრაინელი სამხედროები ხერსონში შევიდნენ

“დღეს ისტორიული დღეა. ხერსონს ვიბრუნებთ. ამ მომენტისთვის ჩვენი დამცველები ქალაქის მისადგომებში არიან, სულ ცოტა რჩება და შესვლას დავიწყებთ. მაგრამ სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები უკვე ქალაქში არიან. ხერსონელები ელოდებოდნენ. არასდროს უთქვამთ უარი უკრაინაზე. უკრაინის იმედი ყოველთვის მართლდება და უკრაინა ყოველთვის იბრუნებს თავისას.

“ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის წინაპირობების გარეშე” – რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებას კვლავ ითხოვს

..როდესაც ქალაქი ჯერ კიდევ ბოლომდე არაა გაწმენდილი მტრისგან – თავად ხერსონელები უკვე იშორებენ ქუჩებიდან და შენობებიდან რუსულ სიმბოლიკას და ხერსონში ოკუპანტების ყოფნის ნებისმიერ კვალს. ასევე იყო ყველა სხვა ქალაქში, რომელიც ჩვენმა დამცველებმა გაათავისუფლეს. ასევე იქნება იმ ქალაქებში, რომლებიც ჯერ კიდევ ელიან ჩვენს დაბრუნებას. უკრაინა თავის ყველა ხალხთან მივა”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის გენშტაბი – თავდაცვის ძალები განაგრძობენ ხერსონის მიმართულებით დასახლებების გათავისუფლებას

magti 5g