LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დედა ყველაზე ბედნიერია ახლა ალბათ, ამ შემადგენლობით რომ გვხედავს“ – ანრი ჯოხაძის მიერ ოჯახის წევრებთან ერთად შესრულებული სიმღერა და მსმენელის ოვაციები | კადრები ანრი ჯოხაძის კონცერტიდან 

11871
Untitled design (3)

რამდენიმე დღის წინ მომღერალმა ანრი ჯოხაძემ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში კონცერტი გამართა, რომელმაც ანშლაგით ჩაიარა. საღამოზე მისულ ადამიანებს ანრიმ დაუვიწყარი წუთები აჩუქა.

მსმენელის განსაკუთრებული ოვაციები ანრი ჯოხაძის მიერ, ოჯახის წევრებთან ერთად შესრულებულმა სიმღერამ „ფესვები“ დაიმსახურა, რომელიც ქართველ კომპოზიტორს ალექსანდრე რაქვიაშვილს ეკუთვნის.

„ალექსანდრე რაქვიაშვილის გენიალურ სიმღერას კინოფილმიდან „ფესვები“. დედა ყველაზე ბედნიერია ახლა ალბათ, რომ ამ შემადგენლობით გვხედავს. ჩვენ დედის პროექტი ვართ. ყოჩაღ დედა, კარგი გოგო ხარ“, – თქვა ანრიმ სიმღერის დაწყებამდე.

სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოს ასობით მოწონება და დადებითი კომენტარები ახლავს თან.

„გენიალური ადამიანებისგან შემდგარი ოჯახი ♥️♥️♥️“, მთელი ოჯახი დგახართ სცენაზე ??❤️ ჩემო უსაყვარლესებო ??❤️?“, „ემიგრაციიდან ამ სიმღერის მოსმენა ცრემლემის გარეშე ვერ შევძელი ♥️♥️♥️♥️ მიყვარხართ“, „საუკეთესო, უნიჭიერესი, გამორჩეული ოჯახი, ჯოხაძეები ❤❤❤???“, „ნიჭიერების ზეიმი და პატარა ვარსკვლავები ??????“, „მაბედნიერებს თქვენი ცქერა და მოსმენა ?????? სულ აღმასვლით გევლოთ! ❤️❤️❤️❤️❤️“, – აღნიშნავენ კომენტარებში.

ვიდეო: ანრი ჯოხაძის დუეტი ეკა კახიანთან და ნინი ბადურაშვილთან – მომღერლები სცენაზე ბრწყინავენ

ვიდეო: არაჩვეულებრივი დუეტები, ბაბის სახიფათო „ფრენა“ და აღფრთოვანებული მაყურებელი – კადრები ანრი ჯოხაძის კონცერტიდან, რომელმაც ანშლაგით ჩაიარა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები