მომღერალი ვაჩე ღვინიაშვილი, რომელიც საზოგადოებამ მუსიკალური პროექტიდან „რანინა“ გაიცნო და ძალიან შეიყვარა, მუდმივად აოცებს მსმენელებს.
ამჯერად, დიდი გამოხმაურება მის მიერ შესრულებულ ირაკლი ჩარკვიანის სიმღერას „ორღანი 78“ მოჰყვა.
ვიდეო სოციალურ პლატფორმა „ტიკ ტოკზე“ ვრცელდება.
„ეს ბავშვი გენიალურია“, „როგორ მოუხდა ეს სიმღერა ვაჩეს თუ ვაჩე სიმღერას“, „რა ხმა და რა შესრულების მანერა“, – წერენ ინტერნეტმომხმარებლები.
„რანინელები“ საერთოდ სხვა განზომილებაა“ – „რანინელები“ ზაქარია ჭელიძის ობიექტივში