მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას ხმის მიცემის წესებს უხსნის.
როგორც ტექსტში ვკითხულობთ, ორშაბათს გახდება ცნობილი, მოხვდება თუ არა ის ტოპ 12-ში.
„ხვალ დიდი დღეა! ხვალ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, ვუყუროთ და ხმები გამოვაგზავნოთ, როგორც წინა კვირას თითო ადამიანს 30 ხმის უფლება აქვს.
? მაქსიმუმ 10 ხმა – ონლაინ მისამართზე AmericanIdol.com/vote
?მაქსიმუმ 10 ხმა – სპეციალური აპლიკაციით: American Idol app
?მაქსიმუმ 10 ხმა ტექსტური შეტყობინებით 21523
ორშაბათს კი უკვე გავიგებთ მოვხვდები თუ არა ტოპ 12 ში…აბა ჩვენ ვიცით, 10 საათი გვაქვს გადაცემის დაწყებიდან!
კვირას ლოს ანჯელესის დროით 5 ზე, ნიუ იორკის დროით 8 ზე და (საქ. დროით 24 აპრილი 4სთ) იწყება ლაივი!”, – წერს ნუცა ბუზალაძე.
შეგახსენებთ, ნუცა ერთადერთი უცხოელია, რომელიც American Idol-ში მონაწილეობს და დაწყების დღიდან წარმატებით ასპარეზობს, რაც მისი გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი არც ყოფილა.