ნუცა ბუზალაძე, რომელიც მეგა შოუში American Idol მონაწილეობს და 12 საუკეთესო კონკურსანტს შორისაა, ფოლოვერებს სახალისო ვიდეოს უზიარებს. კადრებში ჩანს, როგორ ერთობა მომღერალი მომდევნო ტურის მოლოდინში.
ნუცამ კოვბოის როლი მოირგო.
სახალისო ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ:
„ნუ გაიმეორებთ ამას სახლში“.
ცნობისთვის, ნუცამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისთვის ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება კვირას და ორშაბათს მხოლოდ „ლაივის“ მსვლელობის დროს.
ნუცა კიდევ ერთხელ ახსენებს გულშემატკივრებს, თუ როგორ შეუძლიათ მისთვის ხმის მიცემა.
თუ კიდევ არ დარეგისტრირებულხართ, ვრეგისტრირდებით და ვემზადებით
კვირა-ორშაბათისთვის!
(საქართველოს დროით დილის 04:00ზე, ლოს ანჯელესის დროით 17:00ზე, ნიუ იორკის დროით 20:00ზე) გადაცემის დაწყებიდან ბოლო სარეკლამო ჭრამდე გვექნება დრო..“, – წერს ნუცა.