ნუცა ბუზალაძემ დუბაის თეატრში ბენდთან და მოცეკვავეებთან ერთად ახალი შოუ წარადგინა.
ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს და რამდენიმე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ასრულებს ის მსოფლიო ჰიტებს და როგორ უმშვენებენ გვერდს მოცეკვავეები.
ნუცა ბუზალაძე შოუში თავად ცეკვავს და ცოცხლად მღერის.
სპეციალურად შოუსთვის ახალი კოსტიუმებია შექმნილი.
„როგორც იქნა, მზად არის შოუ, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვამზადებდით! დღეს გვქონდა პრემიერა და ძალიან გახარებული ვარ! ძალიან მიყვარს დუბაის თეატრის ოჯახი“, აღნიშნავს გამოქვეყნებულ სტატუსში მომღერალი, რომელიც ბოლო პერიოდია, ძირითადად, დუბაიში საქმიანობს.
ვიდეო: ნუცა ბუზალაძე ლას-ვეგასის ქუჩებში აცეკვდა – მომღერალი ვიდეოს გვიზიარებს
ფოტო: ნუცა ბუზალაძე ულამაზეს წითელ კაბაში პოზირებს – რა პროექტში მონაწილეობს მომღერალი
ფოტო: „უხ, როგორი პროექტი გელოდებათ ოქტომბრიდან“ – ნუცა ბუზალაძე ქართულ ტრადიციულ სამოსში