LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ქირით ვცხოვრობდით, რესტორანში ვმღეროდი, მიმტანობაც მიცდია, პრომო გოგონაც ვიყავი“ – ბაბი კირკიტაძის და თათა გიორგობიანის აქამდე დაფარული ამბები

936
BeFunky-collage (3)

ყველაზე რეიტინგული ჰიტების შემქმნელი, „ღამის შოუს ბენდის“ მომღერლები გადაცემას „სიკეთე მარტივია“ სტუმრობდნენ.

ბაბი კირკიტაძემ და თათა გიორგობიანმა გადაცემაში მათ შესახებ აქამდე დაფარულ ამბებზე ისაუბრეს.

 

ბაბი კირკიტაძე:

„საკმაოდ ბევრი სირთულით იყო ჩემი ცხოვრება დატვირთული.. რესტორანში ვმღეროდი, საკმაოდ, პატარა ვიყავი, 18 წლის. ფლაერებიც დამირიგებია ქუჩაში, ამაში არაფერია სათაკილო. მიმტანობაც მიცდია, მიმუშავია.. რესტორნის მენეჯერიც ვყოფილვარ. ამასობაში, 18 წლიდან რესტორანში სიმღერაც დავიწყე.. შემდეგ, ბევრი სამსახური გამოცვალე..

იმაზეც მომიწია ფიქრი, რომ ყოველი თვის ბოლოს ქირა იყო გადასახდელი და ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი ამაზე, მეც ვიყავი.

მერე ფეისბუკზე ვნახე განცხადება, რომ ეძებენ გოგონას შოუსთვის, ბოლოში ეწერა, რომ სასურველია ჰქონდეს სიმღერის ნიჭიც.. ამ ფრაზის გამო გადავწყვიტე მეცადა ბედი. მახსოვს, გოგოები მეგობრებთან ერთად მივიდა, მე კი ერთადერთი მონაწილე ვიყავი, ვინც დედასთან ერთად მივიდა.

ჩემი ცხოვრების ნებისმიერი ეტაპი ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა“

 

თათა გიორგობიანი:

„ჩემი და ბაბის ისტორიები, საკმაოდ, მსგავსია. ბაბიც დამოუკიდებელი, მებრძოლი გოგონაა და მეც, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ვარ, იქიდან გამომდინარე, რაც მაქვს გავლილი.

ჩემს შემთხვევაში, ოდნავ მეტი სირთულე ის იყო, რომ 1 წლის ვიყავი, როდესაც დედა და მამა დაშორდნენ, მამას რაღაცნაირად კი ჰქონდა ჩემთან კონტაქტი, მაგრამ ძლიერი ზურგის აღქმა მაკლდა. ვცდილობდი, ორმაგად ძლიერი და მაგარი ვყოფილიყავი, რათა არავის ეთქვა, რომ ეს ბავშვი უმამოდ გაიზარდა. მე არ მინდოდა დედას შენიშვნა მიეღო..

15 წლიდან ბავშვებს ვამზადებდი ინგლისურში, ასევე, ფლაიერებს ვარიგებდი, მიმტანადაც მიმუშავია, ვიყავი პრომო გოგონაც, გაყიდვების მენეჯერი, საბავშვო ბაღში აღმზრდელადაც მიმუშავია, ბევრ პროფესიაში მოვსინჯე საკუთარი თავი, ზოგან წარმატებით, ზოგან არც ისე..

 

 

??,,ღამის შოუს” სოლისტების აქამდე უცნობი ამბები

?? ,,ქირით ვცხოვრობდით, რესტორანში ვმღეროდი, მიმტანობაც მიცდია, პრომო გოგონაც ვიყავი”-ბაბი კირკიტაძის და თათა გიორგობიანის აქამდე დაფარული ამბები
‼ ,,არიან არტისტები, რომლებიც ამაზე მეტ გასამრჯელოს იღებენ”-პასუხი გახმაურებულ სკანდალზე
?? ნახეთ რა ხდებოდა ქარელში ,,ღამის შოუს” კონცერტზე
გადაცემის ავტორი: Meriko Kartozia

Posted by სიკეთე მარტივია • Sikete Martivia on შაბათი, 12 ნოემბერი, 2022

 

ამასობაში, უნივერსიტეტიც დავამთავრე.. შევიძინე მეგობრები, რომლის წყალობით დავდიოდი რეპეტიციებზე, მუსიკას შევეჩვიე, ყველა ჟანრს ვუსმენდი და ნელ-ნელა ავმღერდი კიდეც..“

„სინამდვილეში ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ კონკრეტული თანხა, რაც აქეთ-იქით აფრიალეს, მთლიანად ბენდს ეკუთვნოდა“ – ბაბი კირკიტაძე მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს

თათა გიორგობიანი: „მე და ბაბის ნოემ გვითხრა, არ ვიცი, რომელს გითხრათ და ორივემ იცეკვეთო…“

ვიდეო: როგორ ხურდება სექსუალურ კაბაში გამოწყობილი თათა გიორგობიანი „ცეკვებში“ გამოსვლის წინ

„ავდექი და პირდაპირ შუბლით შევასკდი…“ – როგორ დაუპირისპირდა თათა გიორგობიანი საკუთარ შიშებს და რა ზედმეტსახელი შეარქვა მას გოჩა ჩერტკოევმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები