LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თათა გიორგობიანი: „მე და ბაბის ნოემ გვითხრა, არ ვიცი, რომელს გითხრათ და ორივემ იცეკვეთო…“

144
თათა გიორგობიანი

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილეები, თათა გიორგობიანი და რატი გაჩეჩილაძე „დღის პოსტს“ ესტუმრნენ.

თათამ იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომელიც ამ პროექტში კონკურსანტობას უკავშირდება:

„ამ პროექტის მაყურებელი ვიყავი და მეგონა, რომ მსუბუქად და ლამაზად რომ აკეთებდნენ ყველაფერს მონაწილეები, ეს მარტივი იყო. ქართულ ცეკვას ვასრულებდი, მაგრამ ლათინოში სხვანაირი მიმართულებები უნდა გაითავისო და ყველაფერზე ფიქრობ ცალ-ცალკე, კოჭზე, მუხლზე, აქ ის შეკარი, ის გახსენი, კისერი აქეთ, სახე – იქით. ვეღარ ხვდები, როგორ აეწყო…

გაოგნებული ვარ, რამდენი ტალანტია ამ სეზონზე.

საინტერესო ისტორია აქვს ამ ამბავს, როგორ მოვხვდი ამ პროექტში. დავხატე მოცეკვავე წყვილი, თუმცა არ ვიცოდი, „ცეკვავენ ვარსკვლავები“ თუ გრძელდებოდა. რამდენიმე დღეში ნოე სულაბერიძემ დაგვირეკა მე და ბაბის, გადმოდით, საქმე მაქვსო. ვერ ვხვდები, რომელს უნდა გითხრათ და ორივემ იცეკვეთო…“

ვიდეო: როგორ ხურდება სექსუალურ კაბაში გამოწყობილი თათა გიორგობიანი „ცეკვებში“ გამოსვლის წინ

„ავდექი და პირდაპირ შუბლით შევასკდი…“ – როგორ დაუპირისპირდა თათა გიორგობიანი საკუთარ შიშებს და რა ზედმეტსახელი შეარქვა მას გოჩა ჩერტკოევმა

ვიდეო: „აქ ღამის 2 საათია“ – თათა გიორგობიანი რეპეტიციიდან ვიდეოს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები