საზოგადოებრივი მაუწყებლის საბავშვო მუსიკალურ პროექტ „რანინა-ში”, მე-6 სეზონის მონაწილე, 10 წლის ანასტასია ბერიშვილმა და ზვიად ბოლქვაძემ სიმღერა „მე შენ დაგიხატავ“ შეასრულეს.

შესანიშნავმა ნამღერმა საზოგადოების მხრიდან დადებითი გამოხმაურებები დაიმსახურა: „როგორც ყოველთვის, დახვეწილი და პროფესიონალური შესრულება, ბრავო ტასო… „შემდგარი არტისტი…გაწონასწორებული პროფესიონალი ბავშვი ხარ შენ… „ასეთ რთულ სიმღერას როგორ გაართვი თავი, წარმატება პატარა მუსიკოსო”.

აღსანიშნავია, რომ ანასტასია ბერიშვილი უკვე მესამე ტურია წარმატებით მონაწილეობს პროექტში.

„რა ბავშვები მოდიან, სასწაულები… სახით ნუ მეთამაშები, ანაროზა“ – „რანინას“ მონაწილე ანაროზა გაფრინდაშვილი

ვიდეო: „თქვენი ყურება და სმენა ბედნიერს გახდის ნებისმიერ ადამიანს“ – ანაროზა გაფრინდაშვილის და ვაჩე ღვინიაშვილის ნამღერმა მსმენელის გული დაიპყრო

ვიდეო: ვაჩე ღვინიაშვილი პორტუგალიურ სიმღერას კოლორიტულად ასრულებს

 

მარიამ ხულიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები