„ვკეცე, ვკეცე“ ნიკოლოზ ხარატმა თამრიკო ჭოხონელიძის აკომპანემენტით „მთავარი არხის“ ეთერში შეასრულა. პატარა ბიჭუნას შესრულება ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელებში. სწორედ ამიტომ თამრიკო ჭოხონელიძემ მისი საკუთარ რუბრიკაში მიწვევა გადაწყვიტა, რომელიც დილის გადაცემაში აქვს.