დიზაინერი, მოდელი და ტელეწამყვანი, სალომე ღვინიაშვილი, მეგობარ გოგონებთან ერთად, დაუვიწყარ მოგზაურობაში იმყოფება. ის ერთ-ერთ თურქულ კურორტზე, ალაჩატზე ისვენებს, სადაც შესანიშნავი გარემოა შექმნილი კარგად რელაქსაციისა და გართობისთვის. არის უამრავი გასართობი ღონისძიება, დღისა და ღამის განმავლობაში სტუმრების ხასიათის შესანარჩუნებლად დიჯეები უკრავენ, რეგულაციები, როგორც ჩანს, საკმაოდ დაცულია და ხშირად გოგონებს პირბადეები უკეთიათ.
სალომე გამომწერებს კურორტზე გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს უზიარებს.